ვახტანგ გომელაური – 2022 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რა დროსაც დაფიქსირდა სხეულის დაზიანება, 394 ფაქტით შემცირდა


ავტორი
Front News საქართველო
კომპლექსური აქტივობების შედეგად, აღსანიშნავია ბოლო წლებშისაგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა კლების ტენდენცია. 2022 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რა დროსაც დაფიქსირდა სხეულის დაზიანება, 394 ფაქტით შემცირდა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არაერთი გატარებული რეფორმის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ გამოწვევად რჩება.
“საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არაერთი გატარებული რეფორმის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ გამოწვევად რჩება. 2022 წელს,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით, თქვენი გვერდში დგომითა და თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ.
წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომელთა მიხედვითაც გამკაცრდა სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები, ამასთანავე,განისაზღვრა უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების წესი.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ასევე, სავალდებულო გახდა მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური – 2022 წელს სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით

ვახტანგ გომელაური – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით 2023 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა

ვახტანგ გომელაური – 2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი