ვახტანგ გომელაური – 2022 წელს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, 8 ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა


ავტორი
Front News საქართველო
2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ჯამში 8 ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.
ვახტანგ გომელაურის თქმით, საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება.
“2022 წელს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ჯამში 8 ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად. ამ ეტაპზე დასრულებულია დოკუმენტაციის შექმნის პირველი ნაწილი, რაც შემთხვევის ადგილზე სამოქმედო პროცედურების გაწერას გულისხმობს. პროცედურების სრულად განხორციელების შემდეგ მოხდება განაცხადის შეტანა აკრედიტაციის მისაღებად.კიდევ ერთი დანაყოფი, რომელშიც გასულ წელს წარმატებით დაინერგა საერთაშორისო ISO სტანდარტი, არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – „112“. ეს უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ აისახება მომსახურების გაუმჯობესებაში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს