ვახტანგ გომელაური – 2024 წელსაც აქტიურად მოხდება საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში გასული წლის ანგარიში წარდგენა. როგორც ვახტანგ გომელაურმა გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, პოლიციელების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება გაგრძელდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს დანაშაულის პრევენციის, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე, საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებებისა და რეფორმების განხორციელებას. ასევე გაგრძელდება პოლიციელების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება. ამასთან, 2024 წელსაც აქტიურად მოხდება საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სამინისტროს დანაყოფების შესაძლებლობებს“, – განაცხადა გომელაურმა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს