
ავტორი
Front News საქართველო
მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ამაყია, რომ ქვეყანას ასეთი ძლიერი და პროფესიონალი პოლიციელები ჰყავს.
“მეამაყება, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, კანონის აღსრულებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიცია.პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს