
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა ნარკოდანაშაულის და ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2021 წელს უწყებამ ყველაზე მეტი – 136 ნარკორეალიზატორი დააკავა.
“ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი 2021 წელს დავაკავეთ. ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 136 პირი; ასევე, პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 22 პირი;
დაიხურა 8 ინტერნეტსარეალიზაციო მაღაზია; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა – გამკაცრდა სასჯელი ნარკორეალიზატორების მიმართ. ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებისგასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.
ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, სასჯელის სახით 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში – 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს