ვახტანგ გომელაური – ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ბოლო პერიოდში განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულმა დეპარტამენტმა წარმატებით მიიღო განმეორებითი აკრედიტაცია, ასევე, განახლდა აღჭურვილობა და დაინერგა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა.
“დანაშაულის გახსნაში განსაკუთრებული როლი აკისრია კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას. ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მათ შორის, წარმატებით განხორციელდა განმეორებითი აკრედიტაცია, რის შედეგადაც, დეპარტამენტმა 12 ექსპერტიზის ლაბორატორიისთვის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. ყველა ლაბორატორიასა და საექსპერტო მიმართულებაში განახლდა აღჭურვილობა და დაინერგა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე, დეპარტამენტმა შეიტანა განაცხადი შემთხვევის ადგილის აკრედიტაციისთვის, რაც ნიშნავს დანაშაულის ადგილზე უახლესი სტანდარტების მიხედვით მუშაობას” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს