ვახტანგ გომელაური – ჩვენ გვყავს პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა


ავტორი
Front News საქართველო
რაც შეეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენ გუნდს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგგომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
“პირველ რიგში, მე ვთვლი, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე, არა მარტო ჟურნალისტებზე, ასევე, პოლიციელებზე და იქ იყო რამდენიმე მოქალაქეც. თუ თქვენ გულისხმობთ ჩემი თანამდებობის დატოვება-არ დატოვების საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს პრემიერი, გვყავსპოლიტსაბჭო, არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა, მე სწორად ვიმოქმედე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5-6 ივლისის ფარგლებში თუ არა, აქედან გამომდინარე მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, გადადგომას ვგულისხმობ ამშემთხვევაში. მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არ უნდა დავტოვო თანამდებობა, თუ მიიღებს გუნდი, რა თქმა უნდა, მე გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები”, – განაცხადა გომელაურმა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური