ვახტანგ გომელაური – ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი LIVE


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
როგორც ღონისძიებაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლისმთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია.
“რეფორმები, რომლებსაც თავის დროზე ჩვენ შევეჭიდეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებდა თითოეულ ჩვენგანს, რიგითი პოლიციელიდან დაწყებული, უმაღლესი რანგის პირის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი.
სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა, თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია”, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FMIAofGeorgia%2Fvideos%2F259652802306401%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>
თაგები:
ვახტანგ გომელაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს