Logo

ვახტანგ გომელაური – დღეს აღვნიშნავთ იმ ადამიანების დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს

პოლიტიკა
318
Frontnews image description

დღეს აქ ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს, იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

“დღეს აქ ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს, იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს,  იცავთ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოსაზღვარსა და უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ებრძვით კრიმინალს, იბრძვით  ადამიანების  უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად, ქმნით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო აწმყოს და მშვიდობიან მომავალს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები