
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიში წარადგინა.
შს მინისტრმა მოხსენების დასაწყისში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და აღნიშნა, რომ სტატუსი საქართველომ ღირსეულად მოიპოვა.
“გასული წლის ანგარიშის მოხსენება მინდა დავიწყო იმ წარმატებით, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად მოიპოვა და მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ამ დიდ და ისტორიულ მიღწევას. შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რომლის შესახებაც საზოგადოებას, ამ ტრიბუნიდან არაერთხელ მიუღია ინფორმაცია. 2023 წელს, ამ მნიშვნელოვან ნაბიჯთან ერთად, ქვეყანას ჰქონდა გამოწვევები, რომლებსაც მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესებისა წარმატებით გავართვით თავი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს