
ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო.
“დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად შექმნილ საკოორდინაციო შტაბის სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ჩატარებული სამუშაოები განიხილეს და შემდგომი ღონისძიებები განსაზღვრეს.
ვახტანგ გომელაური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად სტიქიის ზონაში, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბშიც იმყოფებოდა და ადგილზე არსებული დეტალური ინფორმაცია შტაბის წევრებისგან მოისმინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები შესაბამის უწყებების წარმომადგენლებთან ერთად დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს