ვახტანგ გომელაური – გვაქვს რაღაცები, თუმცა ვერ ვიტყვით ჯერ, ვმუშაობთ


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ავსტრალიელი ტურისტის მკვლელობის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
“ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. პირველ რიგში მინდა, ოჯახს და მის ახლობლებს მივუსამძიმრო. მაქსიმალურს ვაკეთებთ, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩემი თანამშრომლები, გამომძიებლები, ოპერატიული თანამშრომლები, რომ სწრაფად მოხდეს გამოძიება.
გვაქვს რაღაცები, თუმცა ვერ ვიტყვით ჯერ. ბევრჯერ მითქვამს, შეიძლება გაფუჭდეს ეს გამოძიება და რაც ვიწვალეთ იმ ორი ღამის განმავლობაში, წყალში ჩაგვეყაროს ჩემი ერთი რაღაც სიტყვით და არ მინდა ხელი შევუშალო გამოძიებას. ვმუშაობთ”, – აცხადებს გომელაური.
ავსტრალიის მოქალაქის ცხედარი 31 ივლისს მთაწმინდაზე იპოვეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს