Logo

ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა

საზოგადოება
1048
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აქბარ ყასემი ალიაბადთან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და არსებული ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

თაგები:

Advertisement