
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას სამინისტროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, წლების განმავლობაში უწყების მიერ მიღწეული წარმატებები, სწორედ პოლიციელების შრომის შედეგია.
“დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებები არის ამ ადამიანების, თითოეული მათგანის დამსახურება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს