ვახტანგ გომელაური ქუთაისში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქუთაისში ჩავიდა. გომელაური “საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი და საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს.
მინისტრს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი, ორ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას მოითხოვს.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად რჩება 12 პირი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს