Logo

ვახტანგ გომელაური – ქვეყნის მასშტაბით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის მიზნით, 6 230 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული

სამართალი
1436
Frontnews image description

გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით,  სულ დამონტაჟებულია 6 230 ვიდეოკამერა, მათ შორის 1 949 ნომრის ამომცნობი და 4 281 ზოგადი ხედვის კამერა, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  მოხსენებით გამოსვლისას.

 

“2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით სულ დამონტაჟებულია 6 230 ვიდეოკამერა, მათ შორის 1 949 ნომრის ამომცნობი და 4 281 ზოგადი ხედვის კამერა. საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე სულ ამოქმედებულია  სიჩქარის კონტროლის 377 სექცია, რის საფუძველზეც კონტროლდება 1 493 კმ. სიგრძის საგზაო მონაკვეთი. კომპლექსური აქტივობების შედეგად, აღსანიშნავია ბოლო წლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა კლების ტენდენცია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Advertisement