ვახტანგ გომელაური – რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა
პოლიტიკა
19.08.2022 / 13:54


ავტორი
Front News საქართველო
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ სოსო გოგაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია და სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის ბრალდებები “აბსურდი და ტყუილია”.
“ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა. მეორეც, ვინც მე მიცნობს პირადად, მითუმეტეს, ოჯახი ჩემთვის, არამარტო ჩემი ოჯახი, ჩემი ნაცნობების, თუნდაც მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და ჩემგან ასეთი რაღაც არასდროს არ წასულა, არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით და ა.შ. ეს ვერ მოხდებოდა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სრული აბსურდი”, – აცხადებს გომელაური.

მსგავსი სიახლეები