Logo

ვახტანგ გომელაური – რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას

პოლიტიკა
19.05.2023 / 19:06
Frontnews image description

სიტუაციის ანალიზით ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთაჯანმრთელობას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა შემთხვევაში სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უსწრებდა გაფრთხილება, როგორც მასმედიის, ასევე უშუალოდ ადგილზე სპეციალური ტექნიკის საშუალებით.

 

“სატელევიზიო პირდაპირ ეთერებში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის, რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა, ასევე, თავად აქციისმონაწილეებმაც მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანება.

 

სიტუაციის ანალიზით ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთაჯანმრთელობას, ასევე სიცოცხლეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით აუცილებელი გახდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეწყვეტა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება.

 

დაახლოებით ღამის პირველ საათზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ. კოლოფი და განხორციელდა სპეციალური ღონისძიება. აუცილებლად უნდა აღინიშნოსის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება რუსთაველის მეტროს მიმართულებით დაეტოვებინათ ტერიტორია, ხოლო საპოლიციო კორდონებმა მსვლელობა დაასრულეს ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.ხაზგასასმელია, რომ ყველა შემთხვევაში სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უსწრებდა გაფრთხილება, როგორც მასმედიის, ასევე უშუალოდ ადგილზე სპეციალური ტექნიკის საშუალებით, რათა ერთის მხრივ მოქალაქეებიდამორჩილებოდნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და დაეცვათ წესრიგი, ხოლო მეორეს მხრივ დაეტოვებინათ ძალადობრივად მიმდინარე  შეკრების  ტერიტორია.

 

პოლიციის მხრიდან გატარებული აღნიშნული ღონისძიებების შედეგად შეკრების მონაწილეები გვიან ღამით დაიშალნენ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Advertisement