ვახტანგ გომელაური – საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მე მივალ და პასუხებს გავცემ

ავტორი
Front News საქართველო
ომის დროს ხვდებიან სპეცსამსახურები და ლაპარაკობენ, რომელიც ღიად არ გამოდის, ეს იციან კარგად წინამორბედებმა, – ამის შესახებ შს მინისტრმა გომელარმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის უსაფრთოების სამსახუერის უფროსთან მისი შეხვედრის შესახებ იოსებ გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ის მივა და პასუხს გასცემს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, თუმცა კითხვა თავადაც აქვს დეპუტატებთან.
“საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მე მივალ და პასუხებს გავცემ, თუმცა მათ ვუსვამ კითხვას – თუნდაც შევხვდი ფარულად, მე ბევრი ქვეყნის წარმომადგენელს შევხვედრილვარ, იგივე თურქეთის, აზერბაიჯანის, ისრაელის, სომხეთის. ფარულად რას ჰქვია? ტელევიზიით არ გაგვიპიარებია შეხვედრა. ეს დანაშაულია?“, – განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება ფსბ-ს წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვას, გომელაური პასუხობს: „თუნდაც, ომის დროს ხვდებიან სპეცსამსახურები და ლაპარაკობენ, რომელიც ღიად არ გამოდის, ეს იციან კარგად წინამორბედებმა, ძველმა მთავრობის წევრებმა“, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თაგები:
ვახტანგ გომელაური




