Logo

ვახტანგ გომელაური – საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ, რომ კრიმინალი გაიზარდა

სამართალი
949
Frontnews image description

კრიმინალი დაკლებულია და არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთხრათ, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კრიმინალის გაზრდის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

“შარშან, მაგალითად, პირველად მოხდა, რომ წელიწადში 74 მკვლელობა მოხდა. 2012 წლამდე კი, ეს მაჩვენებელი იყო 300-330 შემთხვევა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2022 წელს – 74 მკვლელობა, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა. სტატისტიკა დაკლებულია. საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ, რომ კრიმინალი გაიზარდა. ეს უბედურებაა, არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ და ტყუილი უთხრათ. 

 

საიდან მოიტანეთ, რომ გაიზარდა კრიმინალი? მე გელაპარაკებით ციფრებით, ფაქტებით და თქვენ გინდა, 50-იანები, გინდა, 90-იანი წლები დაარქვით. ფაქტები მომიყვანეთ და დაგეთანხმებით. სტატისტიკაში ყველაფერი აისახება, როცა სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება“, – განაცხადა გომელაურმა.

Advertisement