Logo

ვახტანგ გომელაური სალომე ზურაბიშვილს ხვდება

საზოგადოება
877
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

შეხვედრა სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებს ეხება. 

საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს იმ ტიპის სამართლებრივ მუხლებზე, რომლითაც სამართალდამცველები უმეტესად სამოქალაქო აქტივისტებს და საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებენ. კანონპროექტის ფარგლებში იზრდება ფინანსური სანქციაც და პატიმრობის ვადაც. 

გუშინ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებოდნენ, მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, შესაძლოა, ხსენებულ კანონპროექტს ვეტო დაადოს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები