ვახტანგ გომელაური – სამართალდამცველებისთვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიმართულებით პროგრესი კვლავ გაგრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის პირველი მაისიდან, ამოქმედდა ცვლილებები, რომელიც ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები სხვა პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
შესაბამისი განცხადება ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
“2024 წლის პირველი მაისიდან, ამოქმედდა საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები სხვა პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიმართულებით პროგრესი კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს