ვახტანგ გომელაური სამეგრელოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან – იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სამეგრელოში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე, თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, სასადილო, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმყოფებოდა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და გაესაუბრა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მათგან ადგილზე არსებული მდგომარეობის, ასევე, საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს