ვახტანგ გომელაური – შსს მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საპოლიციო სერვისები


ავტორი
Front News საქართველო
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საპოლიციო სერვისები.
“გარდა საპოლიციო მიმართულებისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საპოლიციო სერვისები. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს გორის ფილიალი შეემატა, სადაც მოქალაქეებს საპატრულო პოლიციის 50-მდე სერვისის მიღება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეუძლიათ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.
ამასთანავე, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მომსახურების გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მომსახურების სააგენტოში მუდმივად ხდება არსებული სერვისების დახვეწა და სიახლეების დანერგვა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს