ვახტანგ გომელაური – თეა ჩემი ძალიან ახლობელია, ჩემი მეგობარია, ცუდს ვერ ვიტყვი


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
“დააყაჩაღა, კარგით ახლა. თქვენ რომ იყოთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რა პასუხი უნდა გაგცეთ, აბა მითხარით.
თეა ჩემი ძალიან ახლობელია, ჩემი მეგობარია, ცუდს ვერ ვიტყვი იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მე მახსოვს, როცა გვიჭირდა ძალოვან უწყებებს, მისი განცხადებები იყო ჩვენი მხარდამჭერი”, – განაცხადა გომელაურმა.
22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და მას შემდეგ არ დაუბრუნებია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა