
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბრიტანელი ხალხის წინაშე, მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. 70-წლიანი მმართველობის განმავლობაში, მისი უდიდებულესობა განსაკუთრებული ღირსებითა და თავდადებით ემსახურა გაერთიანებულ სამეფოს. დედოფალმა ელისაბედ II-მ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში და მისი ხსოვნა მარადიული იქნება“, – წერს ვახტანგ გომელაური.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს