
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა.
შსს-ს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში იაპონიის მხარის მიერ შეტანილი წვლილისთვის. ამ მიმართულებით მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერასა და იაპონიის მხარის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა. ვახტანგ გომელაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA).
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს