ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კრიმინალური პოლიციის რეფორმებზე ისაუბრა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანაზე, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის ზრდასთან ერთად, უწყება განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რაც რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებას და პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.
“მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრულად გაიმიჯნა საგამოძიებო, ოპერატიული და პრევენციული მიმართულებები. დამოუკიდებელ საშტატო ერთეულებად ჩამოყალიბდა გამომძიებლის შტატი. გაიზარდა გამომძიებელთა ხელფასები და მათი ფუნქციები სრულად დაკავშირებული გახდა დანაშაულის გამოძიებასთან. ამავე რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 25 ოქტომბრიდან დამოუკიდებელ ტერიტორიულ ორგანოდ ჩამოყალიბდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს