ვახტანგ გომელაურმა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს ”112”-ში უმასპინძლა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ”112”-ს ეწვია.
ადგილზე სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და „112“-ის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
შსს-ს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, მათ შორის, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ.
ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.
თაგები:
ვახტანგ გომელაური




