ვახტანგ კაკუტაშვილი - მაქვს სურვილი, ჩავერთო ჩემი რაიონის განვითარებაში და მეტი სიკეთე მოვუტანო მას


ავტორი
Front News საქართველო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ვახტანგ კაკუტაშვილი იქნება, რომლის განცხადებითაც, მერობის კანდიდატად წარდგენას დათანხმდა, რადგან აქვს სურვილი, საკუთარ რაიონს მეტი სიკეთე მოუტანოს.
კაკუტაშვილის თქმით, მთავრობის ხელშეწყობით, საგარეჯოში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა და მას, როგორც ადგილობრივს, მერად არჩევის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, საგარეჯოს რაიონის განვითარებაში ჩაერთოს.
"ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა მთავრობის ხელშეწყობით და ამიტომაც დავთანხმდი ამ შემოთავაზებას, რომ ვარ ადგილობრივი, შესაბამისად, მეც მაქვს სურვილი, ჩავერთო ჩემივე რაიონის განვითარებაში და მეტი სიკეთე მოვუტანო რაიონს", - განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვილმა.
თაგები:
საგარეჯო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს