ვახტანგ კალოიანი – ის მწირი ბიუჯეტიც კი, რაც აქვს ჯანდაცვას, არასწორად განაწილებულია

ავტორი
Front News საქართველო
სასწრაფოს ექიმები, ექთნები და მძღოლები გაუსაძლის პირობებში მუშაობენ მიზერული ანაზღაურების ფასად, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა. მისი თქმით, მდგომარეობა ათწლეულებია, არ უმჯობესდება, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაეფექტური მართვის შედეგია.
“სასწრაფოს ექიმები, ექთნები და მძღოლები გაუსაძლის პირობებში მუშაობენ, მიზერული ანაზღაურების ფასად. ადამიანურ რესურსებს ცდება ის დატვირთვა და სიმძიმე, რასაც ეს ადამიანები განიცდიან. ათეულობით წლებია, ეს გრძელდება. წლიდან წლამდე მათი მდგომარეობა არ უმჯობესდება.
ამის მიზეზია, პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ის ზრდა, რასაც გვიხატავენ, რეალურად არ არის ეკონომიკური ზრდა. სანამ ჩვენ სერიოზული ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, რადიკალურად პრობლემა ვერ მოგვარდება. მეორე საკითხია, არსებული მწირი რესურსების არაეფექტური მართვა. ასეულობით მილიონი ლარი არაეფექტური განაწილების გამო წყალში გადაყრილია. ის მწირი ბიუჯეტიც კი, რაც აქვს ჯანდაცვას, არასწორად განაწილებულია. უამრავი რეფორმა ჩატარდა სასწრაფო დახმარებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო “მიგნება“ არის მათი ცენტრალიზაცია, რეალურად მუნიციპალიტეტებს მთლიანად ჩამოაცილეს, მაშინ, როცა ეს მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ფუნქციაა“, – განაცხადა კალოიანმა.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ხელფასების მატებისა და სამუშაო პირობის გაუმჯობესების მოთხოვნით პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავენ.
თაგები:
ვახტანგ კალოიანი




