
ავტორი
Front News საქართველო
თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ხელისუფლებაზე ადეკვატურ ზეწოლას, ისინი კიდევ უფრო გათავხედდებიან, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს პასუხისმგებლობა ხალხის მიმართ, რადგან ის ხალხს არ აურჩევია.
“კიდევ ერთი დადასტურება რომ ამ ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი მორალური ზღვარი, არანაირი პასუხისმგებლობა ამომრჩევლების მიმართ, რადგან ისინი არ არიან ამომრჩევლების წარმომადგენლები, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის და ერთი კონკრეტული კლანის მიერ ხელდასმული მოხელეები. ამიტომაც მათ ეს პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.
ერთადერთი, რაც აიძულებს ხელისუფლებას მიიღოს მეტ-ნაკლებად ადეკვატური გადაწყვეტილებები, ეს არის მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი. გავიხსენებ სარალიძის საქმეს, მძლავრმა საზოგადოებრივმა პროტესტმა, ძლიერმა და კვალიფიციურმა ოპოზიციამ პარლამენტში განაპირობა ის შედეგები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რისი გადახდაც მოუწია “ქართულ ოცნებას” მაშინ.
თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ხელისუფლებაზე ადეკვატურ ზეწოლას, ისინი კიდევ უფრო გათავხედდებიან და არ გვაკმარებენ იმ სამარცხვინო პიარ კამპანიას, რასაც ჩვენ ვუყურებთ დღეს“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
თაგები:
ვახტანგ კალოიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს