ვახტანგ კაპანაძე – ალბათ, ორკვირანახევარში გამოჩნდება საით გადაიხრება ომის ბედი


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთისა და უკრაინის შანსები ახლა 50 /50-ზეა, ორკვირანახევარში გამოჩნდება საით გადაიხრება ომის ბედი, – ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთისათვის ახლა თავდაცვა უფრო ადვილია, ვიდრე უკრაინისათვის კონტრშეტევის განხორციელება.
“რუსეთი ახლა ცდილობს სარაკეტო დარტყმები განახორციელოს რკინიგზის კვანძებზე, ამით აიხსნება ლვოვზე განხორციელებული საჰაერო შეტევაც, რომ უკრაინას იარაღის მიწოდების შანსები შეუმციროს. დონბასისათვის იარაღის მიწოდება უკრაინისათვის უფრო რთულია, ვიდრე რუსეთისათვის.
დროთა განმავლობაში რუსეთი სუსტდება, უკრაინა ძლიერდება, ახლა რუსეთი ჯდება თავდაცვაში, რუსეთს უფრო უადვილდება თავდაცვა, ვიდრე უკრაინას შეტევის განხორციელება. უკრაინას ჯერ არ აქვს ის პოტენციალი, მას სჭირდება კიდევ ამ პოტენციალის დაგროვება, რომ დიდი მასშტაბის ოპერატიული კონტრდარტყმა განახორციელოს, ამას დრო ჭირდება, თუმცა ამ შედეგის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ალბათ, ორკვირანახევარში გამოჩნდება შემდეგ რა შეიძლება მოხდეს, საით გადაიხრება ომის ბედი“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, წარმოუდგენელია რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკება შედგეს, რადგან არცერთი არ დათმობს თავის ინტერესს.
“ომში მეორე ადგილი არ არსებობს, ან უნდა გაიმარჯვო ან დამარცხდე, მოლაპარაკება მით უმეტეს რუსეთთან, ჩათვალეთ, რომ ეს გადაწეული ომია, ომი ისევ განახლდება.
რომ წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი მარცხდება და უკან იხევს, ის დაკავებულ ტერიტორიას მაინც არ დათმობს, უკრაინა არ შეურიგდება ამ ტერიტორიების დაკარგვას. მივიღებთ დროში გაწელილ, პოზიციურ დაპირისპირებას, როგორიც ყარაბაღი იყო.
უკრაინელი პოლიტიკოსები დიდი დილემის წინაშე არიან, რა მოლაპარაკებაზე შეიძლება რუსეთთან დაჯდე, როდესაც ხალხის ასეთი აღტკინებაა, ჯარის ასეთი მზაობაა. ან რუსეთი დათანხმდება რომ ჯარები გაიყვანოს და აზოვის ზღვა დონბასი და ლუგანსკი დათმოს? გამორიცხული ამბავია“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
თაგები:
ვახტანგ კაპანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს