
ავტორი
Front News საქართველო
ეს კანონი იქცა ლაკმუსის ქაღალდად, რომლითაც ხდება ხოლმე ქიმიური ნივთიერებების გამოვლენა და გაცილებით უფრო დიდი საფრთხე გველოდება, თუ კი ქვეყანაში დარჩა ეს ხელისუფლება, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში შესაცვლელია რეჟიმი, რომელიც ქვეყანას განვითარებას აკარგვინებს.
“ეს კანონი იქცა ლაკმუსის ქაღალდად, რომლითაც ხდება ხოლმე ქიმიური ნივთიერებების გამოვლენა და გაცილებით უფრო დიდი საფრთხე გველოდება, თუ კი ქვეყანაში დარჩა ეს ხელისუფლება.
შესაცვლელია რეჟიმი, იმიტომ, რომ ასეთი რეჟიმი საქართველოს დააკარგვინებს განვითარების შესაძლებლობას, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში. რეჟიმი უნდა შეიცვალოს.
ცხადია, რომ ხელისუფლების მოქმედება არ იყო სწორი, სამართლიანი და ამან გამოიწვია პროტესტი, მაგრამ ივანიშვილისა და მისი გუნდის მოქმედებამ კარგი საქმეც გააკეთა – მან გამოავლინა ეს ახალი თაობა, გამოჩნდა, რომ ესენი არიან თავისუფლები”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
თაგები:
ვახტანგ ხმალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს