ვახტანგ ხმალაძე – პრეზიდენტის ასეთი ფორმით დაბარება გამოკითხვაზე არის უპატივცემულობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, სულ ცოტა პატივისცემა უნდა გამოეჩინა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიებამ არ მგონია, დაადგინოს ობიექტური შედეგი, – ამის შესახებ Front News-თან კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მიტაცებული აქვს სხვადასხვა ინსტიტუტები, რაც ობიექტურ გამოძიებას ხელს უშლის.
“როდესაც საუბარია პრეზიდენტზე და პრეზიდენტის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, სულ ცოტა პატივისცემა უნდა გამოეჩინა საგამოძიებო ორგანოს და თუ რაიმე შეკითხვები ჰქონდა, შეეძლო, მასთან მისვლით პირადად დაესვა, ან ეს შეკითხვები წერილობით გაეგზავნა. ნებისმიერი მოქმედებისას უნდა გავითვალისწინოთ ეთიკური საკითხებიც. პრეზიდენტის ასეთი ფორმით დაბარება გამოკითხვაზე არის უპატივცემულობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.
ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი (პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოკლებით) დაქვემდებარებაშია მმართველ პარტიასთან. პრაქტიკა, რომელიც ჩვენთან არის აშკარად მიუთითებს იმას, რომ როცა ჩნდება ეჭვი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კანონის დარღვევაზე, საგამოძიებო ორგანოების მოქმედება პრაქტიკულად, ნულოვანია. ასეთმა გამოძიებამ არ მგონია, დაადგინოს ობიექტური შედეგი”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბერს გამოკითხვაზე დაიბარა.
თაგები:





