
ავტორი
Front News საქართველო
თუ ჩვენს პრეზიდენტ ქალბატონს უნდა ერთი კარგი საქმე გააკეთოს უკრაინისთვის, უნდა გამოუშვას მიშა, – ამის შესახებ მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ განაცხადა, რომელიც დღეს რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მინის ტიხარის გვერდით იმყოფებოდა და პრაქტიკულად საუბარი ვერ შეძლეს.
“ნებისმიერ ქვეყანაში პატიმრის მოსანახულებლად არის სპეციალური ოთახები, აქ არის გადაკეტილი, ის შემოყავთ შუშის იქეთ… მე ცოტა ცუდად მესმის და ვყვიროდით, ფაქტობრივად, ვერ ვისაუბრეთ.
უკრაინაზე ვილაპარაკეთ, თუ ჩვენს პრეზიდენტ ქალბატონს უნდა ერთი კარგი საქმე გააკეთოს უკრაინისთვის, უნდა გამოუშვას მიშა“, – განაცხადა ვახტანგ კიკაბიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს