
ავტორი
Front News საქართველო
მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.
როგორც ვახტანგ კიკაბიძემ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან საუბრისას აღნიშნა, მას ზელენსკიმ უთხრა, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს თავისი მოქალაქე.
“მან მითხრა რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ქვეყანამ ის უნდა დაიბრუნოს. მე კი ვუთხარი, რომ თუ უყვარს ბრძოლა წესების გარეშე, ჩამოვიდეს საქართველოში და ყველა იმ ადგილს ვანახებ, სადაც ურტყამდნენ და სცემდნენ იმ ადამიანებს, ვისი არჩევანიც ევროპაა, ვინც აზროვნებს ხელისუფლებისგან განსხვავებულად. თვალის გარეშე დატოვეს რამდენიმე ადამიანი. 21 ივნისს პოლიციელები მოქალაქეებს, ხელისუფლების ბრძანებით, პირდაპირ სახეში ესროდნენ, ისევე, როგორც ივლისში ჟურნალისტებს სცემს.
დიდხანს ვილაპარაკეთ. მე მას ვუთხარი, რომ ახლა სპეციალურად ჩამოვფრინდი, რათა გთხოვოთ, როგორმე დაეხმაროთ თქვენს მოქალაქეს, რადგან მაქვს განცდა, რომ ხელისუფლებას არ სურს ის ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს. მან მე მომისმინა და მითხრა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს სატელეფონო საუბრები ექნება”, – განაცხადა კიკაბიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს