ვახტანგ მეგრელიშვილი – ახლა გვაქვს შანსი, “ქართული ოცნების” მხრიდან სიტყვის გატეხვას ოპოზიციამ ვუპასუხოთ კოორდინირებულად


ავტორი
Front News საქართველო
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას შანსი აქვს, “ქართული ოცნების” შეცდომა და სიტყვის გატეხვა გამოიყენოს და ამას კოორდინირებულად უპასუხოს.
მეგრელიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს “ნაციონალურ მოძრაობას”, შარლ მიშელის შეთანხმებას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს.
“ჩვენ ახლა გვაქვს შანსი, რომ ამ შეცდომას “ქართული ოცნების” მხრიდან, სიტყვის გატეხვას, ოპოზიციამ ვუპასუხოთ კოორდინირებულად და არა გამწვავებისა და ქუჩაში გავარდნის მიმართულებით, არამედ საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა შევინარჩუნოთ, რომელიც დაგვრჩება, თუ ამ შეთანხმების მხარეს დავრჩებით.
მე “ნაციონალურ მოძრაობას” მოვუწოდებდი, შეთანხმებას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს. რამდენადაც ვიცი, არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო, თავისი ინიციატიცით არ აპირებდა ამ შეთანხმების დარღვევას” – განაცხადა მეგრელიშვილმა.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა