
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია სიებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ვერ ჩახსნის. ერთი რჩევა: ავტორიტარულ სისტემაში კანონი არ კანონობს და ლეგალურ არგუმენტებს ნუ ეძებთ, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
“ოპოზიცია სიებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ვერ ჩახსნის.
კანონით სიების ჩახსნა შესაძლებელია (1) არჩევნებამდე ან (2) პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.
პირველი ვადა გასულია, რაც შეეხება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი იწყებს მუშაობას, ოპოზიციონერი დეპუტატები უკვე პარლამენტის წევრები არიან და მხოლოდ სიის ის წევრები შეუძლიათ ჩახსნან, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ.
აქვე ერთი რჩევა: ავტორიტარულ სისტემაში კანონი არ კანონობს და ლეგალურ არგუმენტებს ნუ ეძებთ”, – წერს ვახუშტი მენაბდე.
თაგები:
ვახუშტი მენაბდე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს