ვახუშტი მენაბდე – სანამ დავა არ დასრულდება, მანამდე პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს


ავტორი
Front News საქართველო
სანამ დავა არ დასრულდება, მანამდე საქართველოს პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ სასამართლომ ტექნიკურად მალე დაასრულოს დავა.
“სანამ დავა არ დასრულდება, მანამდე საქართველოს პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს. შესაძლებელია, ეს დავა სასამართლომ ძალიან სწრაფად დაასრულოს ტექნიკურად, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ თუ ის გულისყურით მოეკიდება და ამ საქმის ობიექტური განხილვა თუ სურს, ერთ და ორ დღეში ეს საქმე ვერ დასრულდება.
პრეზიდენტმა თქვა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ორ პრინციპთან დაკავშირებით გაასაჩივრა – ფარულობა და საყოველთაოობა”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობას და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.
თაგები:
ვახუშტი მენაბდე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა