ვაკო თურნავა - ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტი მიზანმიმართულად იმართება იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებმაც წააგეს არჩევნები


ავტორი
Front News საქართველო
ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტები არ არის საზოგადოებრივი უკმაყოფილების ბუნებრივი გამოხატულება. ისინი მიზანმიმართულად იმართება იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებმაც წააგეს არჩევნები და ვერ ახერხებენ ძალაუფლების მიღებას დემოკრატიული გზით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვაკო თურნავამ “Radio Roma”-ს ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და რადგან დემოკრატიული გზით ვერ ახერხებენ ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ რევოლუციით და დამხობით ცდილობენ ამას.
“მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე. დემოკრატიული ბერკეტებით ვერ ცვლიან ხელისუფლებას. ამიტომ, ქუჩით, რევოლუციების და დამხობის მცდელობებით ცდილობენ მმართველი ძალის ჩამოშლას. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ამბობენ, რომ თითქოს რაღაც კანონი არ მოსწონთ, ან ვითომ პრორუსული მთავრობაა - არის ამ მარცხის შეფუთვა", - განაცხადა ვაკო თურნავამ.
თაგები:
ვაკო თურნავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა