“ვალდებული ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, უნდა მოხდეს გარკვეული კომპრომისები, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს”


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვალდებული არიან, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
მისივე შეფასებით, დიალოგის პროცესში მნიშვნელოვანია კომპრომისები.
„საუბარს, დიალოგს, არსებული სიტუაციის მოლაპარაკების ჩარჩოებში გადატანას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ისევე როგორც მმართველი პარტია, ვალდებული ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, გავმართოთ დიალოგი, იქნება ეს ელჩების, ბატონი მიშელის ჩართულობით. უნდა მოხდეს გარკვეული კომპრომისები, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს. ვინ იქნება ირაკლისთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან, ამაზე გუნდში იქნება საუბარი და მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს