
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მივუახლოვდით ძალიან სახიფათო ზღვარს, რომლის იქეთაც გაუთვალისწინებელი პროცესები შეიძლება დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველმა დიპლომატებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სწორედ ამიტომ მიმართეს, რითაც ქვეყანას მოვლენების ტრაგიკული განვითარება აარიდონ.
“ჩვენ მივუახლოვდით ძალიან სახიფათო ზღვარს, რომლის იქეთაც გაუთვალისწინებელი პროცესები შეიძლება დაიწყოს. ჩავთვალეთ, რომ განგაშის ზარს უნდა შემოვკრათ. ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ავიცილოთ მოვლენების ტრაგიკული განვითარება, რაც უკავშირდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობას და არის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა უზრუნველყო. იმედს ვიტოვებთ, რომ ავარიდებთ ქვეყანას ნეგატიური სცენარის განვითარებას, ეს კარგი იქნება საზოგადოებისთვის, მათ შორის მმართველი პარტიისთვისაც“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
მისი თქმით, წინააღმდეგ ქვეყანაში პოლარიზაცია და საზოგადოების გახლეჩა კიდევ უფრო გაიზრდება.
ქართველი დიპლომატები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ.
თაგები:
ვალერი ჩეჩელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს