
ავტორი
Front News საქართველო
მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან სერიოზული არგუმენტი საიმისოდ, რომ საქართველოს საკითხი დადგეს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაგზავნილი წერილი მნიშვნელოვანია.
“ის წერილი, რომელიც გაიგზავნა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ის გამოხატავს ერთიან დამოკიდებულებას არა მხოლოდ ერთიანი, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის, არამედ ჩვენი მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების იმ პროცესებისადმი, რომელიც მიმდინარეობს დღეს საქართველოში.
მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან სერიოზული არგუმენტი საიმისოდ, რომ საქართველოს საკითხი დადგეს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში და ევროპულმა საბჭომ გამოიმუშაოს უფრო აქტიური პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში”, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
თაგები:
ვალერი ჩეჩელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს