Logo

ვალერი ჩეჩელაშვილი – რაც უფრო მალე დაიწყებს “ქართული ოცნება” კომპრომისისკენ გზების ძიებას, მით უფრო კარგი იქნება მათი პოლიტიკური მომავლისთვის

პოლიტიკა
578
Frontnews image description

რაც უფრო მალე დაიწყებს “ქართული ოცნება” კომპრომისისკენ გზების ძიებას, მით უფრო კარგი იქნება მათი პოლიტიკური მომავლისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განვითარებას ოთხი ფაქტორი განაპირობებს.

“ძირითადად, ჩვენი მდგომარეობის განვითარებას ოთხი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს – მზარდი და უფრო და უფრო შთამბეჭდავი პროტესტი, კარზე მომდგარი სანქციების ცუნამი, რომელიც გარდაუვალია, კარზე მომდგარი ეკონომიკური კრიზისის ფაზა და მეოთხე ფაქტორია ე.წ. მოჩვენებითი მონოლითურობა “ქართული ოცნების”, რომელიც  ბზარებს იჩენს.

რაც უფრო მალე დაიწყებს “ქართული ოცნება” კომპრომისისკენ გზების ძიებას, მით უფრო კარგი იქნება მათი პოლიტიკური მომავლისთვის”, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

Advertisement