Logo

ვალერი გელბახიანი – მესამე პრეზიდენტს ხერხემლის მალების დაზიანება აქვს და ძალიან მალე საოპერაციო გახდება

პოლიტიკა
970
Frontnews image description

მესამე პრეზიდენტს  ხერხემლის მალების დაზიანება აქვს და ძალიან მალე საოპერაციო გახდება,  – ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ექიმ კობის ელოდება, რომელმაც შესაძლოა, მკურნალობის აშშ-ში გაგრძელება ურჩიოს. 

 

“მან იცის თავისი დაავადება, ხერხემლის მალების დაზიანება აქვს და ძალიან მალე საოპერაციო გახდება. მედიცინის ენაზე ძალიან მძიმე ტერმინოლოგიაა. მე არ მინდა დღეს ამაზე ვისაუბრო. 5 დღეა, არ მინახავს და საგრძნობლად გაუარესებული მდგომარეობაა. 

 

ელოდება ექიმ კობის, აქვს იმედი, რომ შემოუშვებენ, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, ბუნებრივია და ასევე შესაძლებელია ამ ექიმის რჩევით ამერიკაშიც კი წავიდეს სამკურნალოდ“, – განაცხადა გელბახიანმა. 

 

რა შეეხება ხერხემლის მალების დაზიანებას, გელბახიანი განმარტავს, რომ “ეს არ არის მხოლოდ აქაური ექიმების დიაგნოზი. ეს არის ამერიკელი ექიმების დიაგნოზი და სიცხეებიც გამოწვეულია ნერვული სისტემის ჩამოშლის შედეგად“. 

 

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის მკურნალობის კომპეტენტურობის  საკითხი ეჭვქვეშ დგას.

 

“მეთოდი, რომელსაც ჩვენი სამედიცინო სისტემა იყენებს, არის მოძველებული. ამასთან ამ დაავადების განკურნების თვალსაზრისით საქართველოს სამედიცინო სივრცეში გამოცდილება დაგროვებული არ არის“, – განაცხადა გელბახიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები