
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” დღეს მისმა ადვოკატებმა მოინახულეს.
ვალერი გელბახიანის თქმით, მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება.
“მიხეილ სააკაშვილი ელოდება ორშაბათს, ან სამშაბათს ამ კვლევის შედეგებს და ჩვენ ყველას დიდი ინტერესი გვაქვს იმიტომ, რომ არის ნიშნები, რომ არსებობს ტუბერკულოზის დაავადების ნიშნები და თუ ამ კვლევამ დაადასტურა, რომ მას აქვს ტუბერკულოზი, ეს ცალკე საგანგაშო თემაა.
მძიმეა მდგომარეობა, ვერ მოძრაობს, არის წოლით რეჟიმზე, ადამიანური ფერი დაკარგული აქვს. ერთადერთი, რაც შერჩენია ძველი სააკაშვილისგან, არის მეტყველება, მეტი დანარჩენი, ვერ იტყვით, რომ ის სააკაშვილია, ვინც გინახავთ ოდესმე”, – აცხადევს გელბახიანი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს