Logo

ვალერი მელაძე – ჩემთვის ძალიან საყვარელ ერებს კონფლიქტი აქვთ, რის გამოც ადამიანები იღუპებიან, ვოცნებობ, ახლობელ ერებს შორის დამკვიდრდეს ერთობა

საზოგადოება
407
Frontnews image description

ვოცნებობ მხოლოდ იმაზე, რომ ანტაგონიზმი შეჩერდეს და ახლობელ ერებს შორის დამკვიდრდეს ერთობა, – ამის შესახებ მომღერალი ვალერი მელაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

“ადამიანებო, მინდა მომისმინოთ და გაიგოთ ჩემი სიტყვები. უკვე 10 თვეა მე, ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ვცხოვრობ სიმძიმის და მწუხარების შეგრძნებით. ისე მოხდა, რომ ჩემთვის ძალიან საყვარელ ერებს კონფლიქტი აქვთ, რის გამოც ადამიანები იღუპებიან. არ შემიძლია და არ მინდა მძულდეს ვინმე და არ ვცდილობ ვინმეს ვასიამოვნო. ვოცნებობ მხოლოდ იმაზე, რომ ანტაგონიზმი შეჩერდეს და ახლობელ ერებს შორის დამკვიდრდეს ერთობა. და ამისთვის მზად ვარ ყველა ღონე ვიხმარო”, – წერს მელაძე.

 

2 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც მელაძე მისდამი მიმართვას: Слава Україні! პასუხობს: Героям слава! ამის გამო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებმა მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები