Logo

ვალერი თეთრაშვილი - თქვენ დაგვარწმუნეთ, რომ ხართ უუნაროები, იმედია, ისევ შევხვდებით სხდომათა დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით

სამართალისაზოგადოება
237
Frontnews image description

პროკურორებო, არ შემიძლია გიყუროთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. თქვენ დაგვარწმუნეთ, რომ ხართ უუნაროები, იმედია, ისევ შევხვდებით სხდომათა დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ვალერი თეთრაშვილმა დასკვნით სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, კაცობრიობის ისტორიაში სასჯელი უფრო მეტი იყო, ვიდრე დანაშაული და დღევანდელი ვერდიქტი არაფერს შეცვლის.

"ბოდიში მინდა მოვუხადო ოჯახის წევრებს, რომ ვანერვიულე, მადლობა და პატივისცემა ადვოკატებს უანგარობისთვის და კბილებით რომ გვიცავდით.

28 წლის ვარ, ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია, ჩემთვის ვმუშაობდი, ვცხოვრობდი და ვბოდიალობდი. ამ ვიდეოში ნიღაბი არ მიკეთია, რომ ვინმემ იფიქროს, სახულოგნოდ მივდიოდი. უამრავი კამერაა და იქ დანაშაულისთვის არ მივიდოდი სახედაუფარავი. 

კაცობრიობის ისტორიაში სასჯელი უფრო მეტი იყო, ვიდრე დანაშაული და თქვენი ვერდიქტი არაფერს შეცვლის.

პროკურორებო, არ შემიძლია გიყუროთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. თქვენ დაგვარწმუნეთ, რომ ხართ უუნაროები, არ შეგიძლიათ ნამდვილი დანაშაულის გარჩევა. გულის ამრევია თქვენი საქციელი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ისეთ ვითარებაში გვაგდებს, რომ ჩვენი ქვეყნიდან უნდა გავიდეთ და იქ ვამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.

იმედია, ისევ შევხვდებით სხდომათა დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით", - განაცხადა ვალერი თეთრაშვილმა. 

Advertisement