ვალერი ზალუჟნი ბრიტანეთში უკრაინის ელჩის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა


ავტორი
Front News საქართველო
ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის მოვალეობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.
ზალუჟნის თქმით, უკრაინის გამარჯვება რუსებთან ომში რჩება მისი და საელჩოს საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად.
მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ვალერი ზალუჟნის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მის ადგილზე ალექსანდრე სირსკი დაინიშნა.
9 მაისს ზელენსკიმ ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნა.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყოფილი მთავარსარდლის ჯანმრთელობის მიზეზების გამო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
თაგები:
ვალერი ზალუჟნი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა